The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ლაღიძე

კობა ლაღიძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1962
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1993  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობა დაიწყო გარემოს დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოში ექსპედიტორად. 1983 წლიდან სწავლობდა 120-ე სატრანსპორტო ტექნიკურ სასწავლებელში მძღოლ-ავტოშემკეთებლის სპეციალობაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავტოსატრანსპორტო წარმოებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1993 წლის 12 ივლისს კრწანისის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში. დაიღუპა ავიაკატასტროფაში 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმში თვითმფრინავის დაშვების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.264


გააზიარე: