შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაგი ლაცაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1987 წლიდან მუშაობდა თბილისის რადიოქარხანაში ტექნოლოგად. 1991 წელს ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა მე-11 ბრიგადაში. ლეიტენანტი გაგი ლაცაბიძე დაინიშნა 110-ე სატანკო ბატალიონის ოცმეთაურად. 1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაება აფხაზეთის კონფლიქტში. დაიღუპა 27 დეკემბერს სოფელ მერკულასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.264-265
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |