შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუხუტი ლემონჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ხუხუტი ლემონჯავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 22 თებერვალს, სოფელ აძიუჟბასთან. ტანკი, რომელშიც ხუხუტი ლემონჯავა და მისი თანამებრძოლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |