Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ლიპარტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ვახტანგ ლიპარტია აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში; აფხაზეთის ომში გაიწვიეს 1992 წლის აგვისტოში, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის ასმეთაურად; ლეიტენანტი ვახტანგ ლიპარტია დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან გამართული შეტაკების დროს; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ლიპარტია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.269; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |