The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ლიქოკელი

გოდერძი ლიქოკელი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის პროფსასწავლებელი ტელერადიო აპარატურის შემკეთებლის სპეციალობით.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ციმბირში; შემდეგ მუშაობდა დაბა ჟინვალში, იყო დუშეთის ახალგაზრდული ტელევიზიის ოპერატორი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩამოყალიბდა დუშეთის ბატალიონი, სადაც გოდერძი ლიქოკელი მეკავშირეთა ოცმეთაურად დაინიშნა. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დროს, გოდერძი თავის ბატალიონთან ერთად ტამიშში იყო, სადაც თითქმის მთლიანად გაანადგურეს დუშეთის ბატალიონი, მაგრამ ვინაიდან გოდერძი ლიქოკელის გვამი ვერ ამოიცნეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.269


გააზიარე: