შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია შიოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 1998 წელს; 1994-1997წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის განყოფილების ჟურნალისტიკის სპეციალობაზე; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრში გავლილი აქვს სასწავლო კურსი - პიროვნული რესურსების მენეჯმენტი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2014-2015წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1997 წელს - შპს "აუდიტ-ცენტრის" იურისტი; 2003 წელს მინიჭებული აქვს მეორე კლასის იურისტის სპეციალური წოდება; 1997-2008წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე, სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროსი, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად; 2008-2015წწ. - შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" იურისტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველი პირი/სემეკთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2016 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |