The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჩიხლაძე

თამარ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2001 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა სამოსამართლო სწავლების ცენტრში; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1998-2000წწ. - იურიდიული და აუდიტური კომპანია "вк"-ში, ადვოკატურის განყოფილებაში თანაშემწე; სხვადასხვა დროს, ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სხვადასხვა პროფილის კერძო სტრუქტურებში იურისტად; 2000-2002წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე; 2002-2006წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: