The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ მაისაშვილი

სიმონ მაისაშვილი
დაბადების თარიღი:1869  (156 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუშა, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სკოლაში არ უვლია, თავისით შეისწავლა წერა-კითხვა და მერე, სახალხო მოღვაწის არჩილ ხვედელიანის სარდაფში მზარეულად მუშაობდა, სადაც ეგნატე ნინოშვილის, იოსებ იმედაშვილისა და სხვათა გავლენით, ქართული წიგნების კითხვასა და თვითგანვითარებას დაეწაფა. 1890 წლიდან სიმონ მაისაშვილმა ლექსების წერა დაიწყო. მისი ლექსებიდან რამდენიმე არტურ ლაისტმა გერმანულ ენაზე გადათარგმნა. 1900 წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1901 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მოთხრობა "ნატუსაღარი" გამოსცა, რომელიც თავდაპირველად ცენზურამ აკრძალა. 1909 წელს, როგორც სახელმწიფო წყობილებისათვის მავნე პირი, ადმინისტრაციული წესით ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც სამხედრო წესების მოხსნამდე სამი წლის შემდეგ კავკავში (ვლადიკავკაზი) დააბრუნეს. სიმონ მაისაშვილი თავის შემოქმედებაში, ძირითადად მუშათა ცხოვრებას და მათ გაჭირვებულ მდგომარეობას ასახავდა და წერდა: "დამნაშავე არავინ არის, გარდა სიღარიბისა, სიღარიბეც იქიდამ არის, რომ კაცს თავისი შრომა არ უფასდება, ადამიანთა უბედურების მიზეზი უკუღმართობა, ძალმომრეობა, დაჩაგვრა, უსამართლობა და ერთის გაბატონება არის". სიმონ მაისაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.7

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1017-)

ბიბლიოგრაფია

  • ნატუსაღარი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, გამოცემა ი. გარსევანიშვილისა N2; (თ. გრ. ნ. დიასამიძის სტ.), 1904. - 29გვ.
  • ლექსები (ავტორი). - ტფილისი, გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა, (სტამბა წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობისა), 1898. - 79გვ.

გააზიარე: