The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ მაისაშვილი

სიმონ მაისაშვილი
Date of birth:1869  (156 years)
Date of death:19??
Category:Laborer, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სკოლაში არ უვლია, თავისით შეისწავლა წერა-კითხვა და მერე, სახალხო მოღვაწის არჩილ ხვედელიანის სარდაფში მზარეულად მუშაობდა, სადაც ეგნატე ნინოშვილის, იოსებ იმედაშვილისა და სხვათა გავლენით, ქართული წიგნების კითხვასა და თვითგანვითარებას დაეწაფა. 1890 წლიდან სიმონ მაისაშვილმა ლექსების წერა დაიწყო. მისი ლექსებიდან რამდენიმე არტურ ლაისტმა გერმანულ ენაზე გადათარგმნა. 1900 წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1901 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მოთხრობა "ნატუსაღარი" გამოსცა, რომელიც თავდაპირველად ცენზურამ აკრძალა. 1909 წელს, როგორც სახელმწიფო წყობილებისათვის მავნე პირი, ადმინისტრაციული წესით ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც სამხედრო წესების მოხსნამდე სამი წლის შემდეგ კავკავში (ვლადიკავკაზი) დააბრუნეს. სიმონ მაისაშვილი თავის შემოქმედებაში, ძირითადად მუშათა ცხოვრებას და მათ გაჭირვებულ მდგომარეობას ასახავდა და წერდა: "დამნაშავე არავინ არის, გარდა სიღარიბისა, სიღარიბეც იქიდამ არის, რომ კაცს თავისი შრომა არ უფასდება, ადამიანთა უბედურების მიზეზი უკუღმართობა, ძალმომრეობა, დაჩაგვრა, უსამართლობა და ერთის გაბატონება არის". სიმონ მაისაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.7

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1017-)

Bibliography

  • ნატუსაღარი : მოთხრობა (Author). - თბილისი, გამოცემა ი. გარსევანიშვილისა N2; (თ. გრ. ნ. დიასამიძის სტ.), 1904. - 29გვ.
  • ლექსები (Author). - ტფილისი, გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა, (სტამბა წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობისა), 1898. - 79გვ.

Share: