The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე II

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1737–1739წწ. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. კირილე II მოიხსენიება 1738 წლის 2 თებერვლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში. სავარაუდოდ, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით კათოლიკოსი კირილე II გახდა. მთავარეპისკოპოსად იხსენიება 1736, 1737, 1740 და 1741 წლების საბუთებში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 62-63


გააზიარე: