შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ბერიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1988 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1991 წელს. 1985-1998წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი "ვნიიკსი" მოსკოვის ფილიალი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი, ეკონომისტი; 1991-1994წწ. ერთობლივი მცირე საწარმო, ექსპერიმენტული საწარმო, ლაბორატორიის გამგე; 1994-2009წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი, ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1997-2002წწ. გაზეთი "რეზონანსი", ეკონომიკური ბლოკი, ჟურნალისტი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |