The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ლომთათიძე

თამაზ ლომთათიძე
სხვა სახელი:თამარ ლომთათიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1954
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1993  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეწიეთი, ჩოხატაურის რაიონი.

თბილისის საარტილერიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 7 წელი მსახურობდა ქ. ნოვოსიბირსკში, 5 წელი უნგრეთში. 1984-1989 წლებში მსახურობდა ქ. ბრესტში საარტილერიო ლეგიონის შტაბის უფროსად, ლენინაკანში. თამაზ ლომთათიძე იყო ლენინგორის სამხედრო კომისარი. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან (ტამიშის ცნობილი ბრძოლის დროს). დაკრძალული იყო საძმო საფლავში, შემდეგ ოჯახმა გადმოასვენა თბილისში. პოლკოვნიკი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.272

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: