The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერმალო ლომთაძე

ერმალო ლომთაძე
სხვა სახელი:რემბო
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1972
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 2000  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პროფტეკნიკური სასწავლებელი 1990 წელს, შემდეგ ტექნიკუმში სწავლის პარალელურად მუშაობდა მეოთხე სამშენებლო ტრესტსა და მეოთხე სამკერვალო ფაბრიკაში. 1991 წელს ერმალო ლომთაძე მოხალისედ ჩაირიცხა ეროვნული გვარდიის ქუთაისის ბატალიონში. 1992 წელს გაიწვიეს ეროვნულ ჯარში. 1997 წლიდან იყო პარტიზანულ მოძრაობაში. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წარდგენილი იყო ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე.  ტრაგიკულად დაიღუპა 2000 წლის 28 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.273-275

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: