შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მღარავად. პარალელურად ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა ბატალიონ "ორბის" შემადგენლობაში, შემდეგ გადაიყვანეს უშიშროების სამმართველოს შტაბის უფროსის მოადგილედ, თავდაცვის სამინისტროში კაპიტნის წოდებით. დაიღუპა 1993 წლის 3 აპრილს სოხუმის ჰესის გათავისუფლების საბრძოლო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.276-277
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |