Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიტე ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯგალში, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა სოფელ ჯგალის საშუალო სკოლა 1952 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1957 წელს; ასპირანტურა 1963 წელს. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1957 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სატყეო მეურნეობის პირველ რგოლში უფროსად; 1971 წლიდან საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "სოიუზგიპროლესხოზის" ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორად; ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სანაკრძალო განყოფილების უფროსად; საპროექტო ინსტიტუტ "საქსახტყემეურნეობაპროექტის" დირექტორად. ავტორია 26 სამეცნიერო შრომის, 24 სამეცნიერო-პოპულარული სტატიის, 70-მდე პუბლიკაციისა ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებისა და ბროშურების: "ტყე ჯანმრთელობის სამსახურში" (1974წ.), "საქართველოს სარეკრეაციო ტყეები" (1983წ.). "ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი"(1987წ.). და სხვა. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.119 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |