შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, კახაბერ ლომიძე 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 18 აგვისტოს, მტრის მორიგი მასიური შემოტევის დროს, კახა ლომიძე იბრძოდა სოფელ ლინდავასა და ოდიშში მიმდინარე ოპერაციებში. დაიღუპა 1993 წლის 18 სექტემბერს, მოწინააღმდეგის ძლიერ შემოტევას სოფელ გვარდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. თენგიზ ლომიძის ძმა. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.278-279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |