The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს ჩიტიაშვილი

დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1969 წელს; ასპირანტურა 1975 წელს. 

1956-1957წწ. მუშაობდა მუშად ტექნიკურ კვანძში; 1959 წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის სატყეო მეურნეობის სანერგეში ტყეკულტურების მუდმივ მუშად; 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე; 1961 წელს საბჭოთა არმიაში გაწვევის გამო განთავისუფლდა ხაშურის სატყეო მეურნეობიდან; 1964 წელს დემობილიზებულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებიდან; 1969-1970წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის საბირაბადის სახელმწიფო სანერგეში მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან ინჟინრად თბილისის სატყეო-სამრეწველო ინსტიტუტში; 1994 წელს დანიშნულ იქნა გრძელვადიანი სმეცნიერო-ტექნიკური პროგნოზირების ჯგუფის უფროსად. არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.120


გააზიარე: