შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ ლომოური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყორნისი (1931-91 წლებში ეწოდებოდა ზნაური), თიღვის მუნიციპალიტეტი (სამაჩაბლო). ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თავისუფლად ფლობდა გერმანულ ენას, მუშაობდა თბილისში კვლევით ინსტიტუტში. შემდეგ ცხინვალში მიავლინეს, სადაც გელა ლომოური სამაჩაბლოში მდგარი ქართული ჯარის ნაწილის უფროსის მოადგილე იყო. დაიღუპა 1993 წლის მაისის ბოლოს ყორნისის რაიონში, იქ, სადაც "სამშვიდობო ჯარის" ქართული შენაერთი იდგა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.280
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |