შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ლოჩოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულრიფში, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით.
გავლილი ქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური; მუშაობდა გულრიფშის რაიონის შოთა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად; 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის VI ცალკეულ სატანკო ბატალიონში საფინანსო სამსახურის უფროსად; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1993 წლის 5-6 იანვარს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების დროს; განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა; ცხედარი გამოსვენებული იქნა ამავე ბატალიონის მებრძოლების მიერ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.281
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |