The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრისტან ჩერქეზიშვილი

ტრისტან ჩერქეზიშვილი
Date of birth:24 July, 1929
Date of death:9 March, 2015  (at 85 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955 წელს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სამუშაოდ რუსეთში, კამენსკის ოლქში იყო მივლინებული; 1955 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე, გორის სატყეო მეურნეობაში განაგრძო საქმიანობა; 1960-1964წწ. სიღნაღისა და გურჯაანის სატყეო მეურნეობათა უფროსის თანამდებობას იკავებდა; 1960-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობაში. იგი 11 წიგნის და 50-მდე სტატიის ავტორია, რომელთა უმეტესობა მეტყევეთა სამაგიდო წიგნი გახდა, მათ შორისაა "სატყეო საკულტურო სამუშაოთა ინვენტარიზაცია" (1993), "ტყის გაშენების წესები საქართველოში" (1996), "ტყე და ადამიანი" (2000), "თხილის სანაყოფე პლანტაციების გაშენების აგროწესები" (2002), "საქართველოს ძირითად მერქნიან სახეობათა ყვავილობის, თესლის დამუშავების, მათი ხარისხის, თესვისა და აღმოცენების მაჩვენებლები" (2003), "სატყეო-საკულტურო სამუშაოთა ინვენტარიზაციის ინსტრუქცია", "ტყის გაშენების წესები საქართველოში", "ის, რაც მეხსიერებას შემორჩა". თავისი ნაშრომებით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატყეო მეცნიერების განვითარებაში.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.122; ეროვნული სატყეო სააგენტო: facebook.com

Bibliography


Share: