შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1948 წელს; ასპირანტურა 1952 წელს. 1942 წელს გაწეულ იქნა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში; მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1946-1949წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ლაბორანტად; 1949-1952წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სელექციისა და მეთესლეობის კათედრის ასპირანტი; 1952 წლიდან იყო ზოგადი მეტყევეობის კათედრის ასისტენტი; 1956 წლიდან მან დაიკავა დოცენტის თანამდებობა. იგი როგორც მეტყევეობის კათედრის ასისტენტი, დიდ მუშაობას ეწეოდა. იყო სატყეო საქმის აღმავლობის მონაწილე. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |