შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საქონელმცოდნის კვალიფიკაციით 1989 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2002 წელს. 2003-2005წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის და მარკეტინგის კათედრა, ასოცირებული პროფესორი, დოცენტი; 2007-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2011-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2016-2017წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2024 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აკრედიტაციის ექსპერტი. 80-ზე მეტი ნაშრომის, 17 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი / თანაავტორი, სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების რეცენზენტი, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი და რეცენზენტი, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი, სხვადასხვა კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს, სარედაქციო საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2011). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |