The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა მაზმიშვილი

კობა მაზმიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1972
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დირბი, ქარელის რაიონი.

1987-1990 წლებში სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში საწარმოების საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობაზე. 1991 წლის აპრილში გაიწვიეს ახალშექმნილ ეროვნულ გვარდიაში. მსახურობდა ქუთაისის №8 ბატალიონში. 1992 წლის ივნისში აღნიშნული ბატალიონი გადაიყვანეს სამაჩაბლოში, 6 თვის შემდეგ აღნიშნული ბატალიონი გადაიყვანეს ქ. წყალტუბოში, სწრაფი რეაგირების კორპუსის დაქვემდებარებაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა წინა ხაზზე. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.283


გააზიარე: