The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან მალანია

Date of birth:3 October, 1960
Date of death:April, 1994  (at 33 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წარჩე, გულრიფშის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემდეგ დაამთავრა ზედა ეწერის ტექნიკუმი და სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა კოჩარაში, ცაგერაში, სოხუმში, ბოლოს საკუთარ სოფელს-წარჩეს იცავდა. სოხუმის დაცემის შემდეგ თავის რაზმთან ერთად პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდა. დაიღუპა 1994 წლის აპრილში 4 თანამებრძოლთან ერთად ერთ-ერთ საბრძოლო დავალების შესრულების დროს ოჭაკის ტყეში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.288


Share: