შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ქაჯაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ინჟინრის კვალიფიკაციით 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა ტელეკომუნიკაციის ინჟინერის კვალიფიკაციით 2007 წელს; ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 2009 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 2007-2013წწ. ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკის უფროსი მასწავლებელი; 2008-2010წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, სპეციალისტი; 2013-2014წწ. შ.პ.ს. "ელექტროპლასი", ბუღალტერია, სპეციალისტი; 2014-2017წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2014-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2015-2016წწ. ვარშავას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2018-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2023-2024წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბბიზნესის ფაკულტეტი, მოწვეული ასოც. პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი (2012), პროფესორი (2014). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |