შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურა (ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით) 1952 წელს. 1960 წლიდან მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებაში ჯერ უფროს, შემდეგ წამყვან თანამშრომლად. წლების განმავლობაში იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. ის არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 მონოგრაფიისა. მისი გამოქვეყნებული წიგნებიდან აღსანიშნავია: "ჰერეთის ისტორიის საკითხები" (1970), "ჭარ-ბელაქანი" (1972), "რანთა და კახთა სამეფო VIII-XI სს." (1982), "საინგილოს ისტორიის ნარკვევები" (2008). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭარ-ბელაქანი (კაკ-ელისენი) მე XIX საუკუნის I მესამედში", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰერეთის ისტორიის საკითხები", დაიცვა 1971 წელს. წყარო: საინგილოს ისტორიის ნარკვევები : საქართველოს აღდგომისა და გამოხსნისათვის ბრძოლა კაკ-ელისენის გამო / თენგიზ პაპუაშვილი. - თბ.,2008.-გვ.306 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |