The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბაბიჩიძე

დავით ბაბიჩიძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილიოსი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიზნეს ადმინისტრატორის კვალიფიკაციით 2003 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა მცირე ბიზნესის ადმინისტრატორის კვალიფიკაციით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს.

2006-2014წწ. შპს "ბაკაშვილი და კომპანია" (აუდიტორული ფირმა), აუდიტორის თანაშემწე, დირექტორის მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი; 2007 წლიდან საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია (არასამთავრობო ორგანიზაცია) გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე; 2009-2012წწ. სს "ენერგია XXI" (ენერგეტიკული კომპანია), გაკოტრების მმართველი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან შპს "აუდიტექსი" (აუდიტორული კომპანია), დირექტორი, 2017 წლიდან შპს "ჯი თი გრუპი ნუცუბიძე" (სამშენებლო კომპანია), დირექტორი; 2020 წლიდან შპს "ბიდეკ ჯგუფი", დირექტორი. 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2013), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: