Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა კოხრეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით "ელექტრო ამძრავი და სამრეწველო დანადგართა ავტომატიზაცია", ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1993 წელს. 1993-1996 წწ. მუშაობდა სტუ-ს კონსტრუქციების დაზიანების და ტექნიკური დიაგნოსტიკის კათედრის უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე; შემდგომში: 1996 წელს სს "საქენერგოს" ოპერატიული მართვის დირექციის დისპეტჩერად; 1996-1998 წწ. სს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის თანაშემწედ 1999 წ. სტუ-ს ელექტრო ენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის საქმეთა მმართველად; 1999-2006 წწ. სს "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის" გენერალური დირექტორის მრჩევლად, მთავარ სპეციალისტად; 2006-2022 წწ. სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის აუდიტორად; 2022 წლიდან სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კომერციის და ელექტროენერგიის აღრიცხვის დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტად და იმავე წლიდან მუშაობს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულია 20-მდე საინჟინრო-სამეცნიერო ტექნიკური ნაშრომი საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესსა და ფორუმებში; შესრულებული საინჟინრო სამეცნიერო-ტექნიკური ნაშრომები ძირითადად ეხება საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში შესრულებული სამუშაოების სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუდმივი დენით ენერგიის მოკლე და შორ მანძილზე გადაცემის და არატრადიციული, განახლებადი ჰიბრიდული ენერგიების ელექტრომაგნიტური ენერგიაში გარდაქმნისა და ქსელთან მიერთების ტექნოლოგიების დამუშავების გლობალურ საკითხებს. პროფესორ გივი კოხრეიძის შვილი. ელექტრო ინჟინერი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |