The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტლიარევსკი დავით

Date of birth:15 July, 1931
Date of death:28 August, 2004  (at 73 years)
Burial location:ისრაელი
Category:Mathematician, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჟიტომირი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956–1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის იალბუზის კოსმოსურ სადგურზე. 1959 წელს მიავლინეს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (JINR, დუბნა, რუსეთი), სადაც მონაწილეობდა ნეიტრალური კაონების თვისებების კვლევაში ფიზიკის ინსტიტუტში შექმნილი ვილსონის კამერით. ამ კვლევებისათვის მან (სხვებთან ერთად) 1965 წელს მიიღო JINR-ის პრემია. 1965 წელს დაინიშნა ცხრაწყაროს მაღალმთიანი ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მისი უშუალო მონაწილეობით შესწავლილია ნაწილაკთა მრავლობითი დაბადების პროცესების პარამეტრების, არადრეკადობის კოეფიციენტისა და მეორეული ნაწილაკების იმპულსების დამოკიდებულება ენერგიაზე. 1972 წლიდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო დანადგარის გადაკეთება გაზრდილ ენერგეტიკულ ინტერვალში (1011–1013 ევ) სამუშაოდ. 1977 წელს ამუშავდა დანადგარი "ცხრაწყარო-2", პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა დანადგარის კიდევ უფრო მაღალ ენერგიებზე გადასაყვანად. 1970–1985წწ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ელემენტარული ნაწილაკებისა და კოსმოსური სხივების დარგში ბაკურიანის იმ "ზამთრის სკოლების" ორგანიზებასა და ჩატარებაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ სსრკ-ის წამყვანი ფიზიკოსები: თეორეტიკოსები და ექსპერიმენტატორები. ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980). 1991 წელს ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.191


Share: