შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლინ კოფინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნიუ-იორკი. სწავლობდა მიჩიგანისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. მას მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. 2013 წელს აშშ-ში გამოვიდა ქართული პოეზიის მისეული თარგმანების ორენოვანი კრებული – "Georgian Poerty: Rustaveli to Galaktion", რომელშიც შესულია რუსთაველის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, გ. ტაბიძის და სხვათა ლექსები. ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართველი მწერლების – დ. ბარბაქაძის, გ. კეკელიძის, გ. ალხაზიშვილის, ზ. აბზიანიძის ნაწარმოებები. შოთა რუსთაველის პოემის, "ვეფხისტყაოსნის" მისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით (2016 წელს მიენიჭა ლიტ. პრემია "საბა"). 2012 წელს თბილისში გამოიცა გ. ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსები. ამერიკელი მწერალი, ხელოვნების მაგისტრი. ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო აკადემიის (UNICEF) საპატიო დოქტორი. ლინ კოფინი ვაშინგტონის პოეტთა ასოციაციის, PoetsWest-ის, სიეტლის დრამატურგთა სტუდიის და დრამატურგთა გილდიის წევრია. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.192; საინფორმაციო პორტალი "ამბები.ge" : ambebi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |