შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მელიქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბორჯომის პროფტექნიკური სასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახური შორეულ ციმბირში მოიხადა, საიდანაც მეთაურთა მადლობები და სიგელები ჩამოიტანა. 1988 წელს მუშაობა დაიწყო სარემონტო სამშენებლო კონტორაში მუშად, შემდეგ გადავიდა პატარა ცემის სკოლა-სანატორიუმში მზარეულად. 1992 წლის 14 სექტემბერს გაიწვიეს აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მე-3 ბატალიონის ზემდეგი. დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს გმირულად მდინარე გუმისთასთან ბრძოლებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.305
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |