The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ღამბაშიძე

თამარ ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონომიური ფაკულტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა.

1990-1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, შრომისა და ხელფასის ნორმირების განყოფილება,  მთავარი სპეციალისტი; 1990-1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტი, მოსახლეობის კვლავწარმოების განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2002წწ. სასწავლო უნივერსიტეტი "მერიდიანი" დეკანი; 1995-2007წწ. შრომის, წარმოებისა და ორგანიზაციის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 1999-2003წწ. საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტრო, პროგნოზირებისა და მოდელირების განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 1999-2013წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2000-2007წწ. საქართველოს ღვთისშვილთა კავშირთან არსებული საერთაშორისოეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი; 2005-2019წწ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმამატერი", საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2005-2019წწ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმამატერი", ბიზნესის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2006-2012წწ. საქართველოსპოლიტიკური აკადემია, კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2009-2011წწ. ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება, ასოცირებული პროფესორი; 2010-2013წწ. CAC-კავკასიის აკადემიური ცენტრი სტრუქტურული ერთეული: ფაკულტეტი თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი; 2012-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021-2023წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტი გლობალურ გარემოში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2007).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: