The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხორბალაძე

გიორგი ხორბალაძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1993  (31 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ინფორმატიკაში - საქართველოს უნივერსიტეტში 2015 წელს; მაგისტრის ხარისხი ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს. 

მუშაობს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში", სადაც პროფესიული კარიერა დაიწყო. გაიარა კარიერული წინსვლის რამდენიმე საფეხური: დაიწყო სპეციალისტის პოზიციიდან დეპარტამენტის უფროსამდე. მისი ძირითადი საქმიანობაა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მართვა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და ენერგეტიკული ბაზრის განვითარება. არის რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი ელექტროენერგეტიკული სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე. შესრულებული საინჟინრო სამეცნიერო-ტექნიკური ნაშრომები ძირითადად ეხება საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში განახლებადი ენერგიების ინტეგრაციასა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის დანერგვა-განვითარებას. მისი მიზანია შეიტანოს წვლილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში, გააგრძელოს კვლევები განახლებადი ენერგიების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. 2022 წელს დაიცვა დისერტაცია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მართვის დეპარტამენტის უფროსი, DWH პროექტის მენეჯერი სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (GSE). ენერგეტიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2025-)

გააზიარე: