The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ბეგაშვილი

მაია ბეგაშვილი
Legal name:მარინე ბეგაშვილი
Date of birth:19 January, 1965  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) პედიატრიის განხრით 1990 წელს; ინტერნატურა, მიენიჭა ფსიქო-ნევროლოგის კვალიფიკაცია 1991 წელს; 1991-2007 წლებში მიიღო კვალიფიკაცა შემდეგი მიმართულებებით: ნევროლოგის, ნარკოლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის. 

1992 წლიდან იყო ნარკოლოგიური დისპანსერის მოზარდთა კაბინეტის ნარკოლოგი, ფსიქო-ნევროლოგი. 1993 წლიდან ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი ნარკოლოგი, მეცნიერ მუშაკი. 2005-2010წწ. ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ნარკოლოგი. 2011 წლიდან ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი. 2012 წლიდან ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი. 2015 წლის ოქტომბრამდე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგი. 2017 წლიდან ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ნარკოლოგი, კონსულტანტი. 

ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ინტეგრირებული მიმართულების შემომტანი საქართველოში. მუშაობს საერთაშორისო ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებთან დარგობრივი თანამშრომლობის და დაახლოების საკითხებზე ფსიქოთერაპიის და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. 2011 წელს მისი ხელმძღვანელობით დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონი", რომელმაც მიზნად დაისახა ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება საქართველოში და მისი ჰარმონიზაცია პანევროპულ სტანდარტთან. 2014 წლიდან ორგანიზაცია არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP სრული წევრი და ხელს უწყობს მისი სტანდარტების გავრცელებას საქართველოში. 2021 წელს მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია "დენდრონი" გახდა ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია რითაც ქართულმა პროფესიულმა საზოგადოებამ დაიკავა ადგილი კვალიფიციური ევროპული ქოლგა ორგანიზაციების გვერდით და საქართველო გახდა ევროპის 42-ე სახელმწიფო, რომელშიც ფუნქციონირებს ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა. მის მიერ შემუშავებულმა სასწავლო პროგრამამ მოიპოვა ფსიქოთერაპიული სწავლების საერთაშორისო აკრედიტაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP მიერ. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკრედიტებული სწავლება საქართველოში მიმდინარეობს მის მიერ შემუშავებული საავტორო მოდელით. 2018 წლიდან პირველი სპეციალისტი საქართველოდან, რომელმაც მოიპოვა ECP ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი. ექიმი ფსიქოთერაპევტი, ECP ევროპული სერტიფიცირების მქონე ფსიქოთერაპევტი მულტიმოდალური მიმართულებით, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი.

წყარო: ანანო ნიაურის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; dendroni.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA), წევრი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAIP), წევრთა კომიტეტის წევრი
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოება (SEPI), წევრი
  • ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAP), ეროვნული დელეგატი საქართველოში
  • ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი, დამფუძნებელი, პრეზიდენტი

Share: