The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერასტი კუზნეცოვი

ერასტი კუზნეცოვი
Date of birth:29 May, 1933  (91 years)
Category:Historian, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს.

მოღვაწეობდა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა რუსეთის XX ს. წიგნის ხელოვნების ისტორია. საფუძვლიანად შეისწავლა "მირ ისკუსსტვოს", ფუტურისტების, "პეტროგრადის" გამფორმებელთა სკოლის, 20–30-იან წლებში გამოცემული საბავშვო წიგნების ლენინგრადელ მხატვართა მოღვაწეობა. 1957 წლიდან მუშაობდა მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში. 1960–1969წწ. იყო გამომცემლობა "რსფსრ მხატვრის" რედაქტორი; 1969–1979წწ. გამომცემლობა "ისკუსტვოს" ლენინგრადის განყოფილების მხატვრული რედაქტორი. ამავე დროს იკვლევდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას, რომელსაც სხვადასხვა წლებში მიუძღვნა არაერთი მონოგრაფიული ნაშრომი (1975, 1984, 2001, 2012, 2015).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 221

Bibliography


Share: