შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უწერა. მსახურობდა სხვადასხვა ეპარქიაში. სხვა ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად აქტიურად იღვწოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს. 1918 წლამდე იყო მონასტრის დეკანოზი. 1918 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და გაამწესეს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. ეწეოდა ნაყოფიერ საგანმანათლებლო მოღვაწეობას – იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და მზრუნველობას არ აკლებდა სამრევლო სკოლებს. 1928 წელს კომუნისტებმა დახურეს ნიკორწმინდისა და ჭელიშის მონასტრები. ის დიდი წინააღმდეგობისა და რისკის მიუხედავად, არ ტოვებდა მონასტერს და ზრუნავდა მასზე, ამუშავებდა სამონასტრო ყანებს და იქ მოწეული მოსავლით მუდმივად ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახებს; საბჭოთა რეჟიმისგან ფარულად აგრძელებდა წირვა-ლოცვას და ქადაგებას, მკურნალობდა დავრდომილებს, ამასთანავე თანაუგრძნობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ყოველივე ეს ხელისუფლებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1937 წელს იგი "ხალხის მტრად" გამოაცხადეს და დააპატიმრეს, იმავე წლის დამლევს კი დახვრიტეს. სასულიერო მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.262-263 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |