შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ მეშველიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაღომარი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა ქვეგანყოფილების უფროსად. ომარ მეშველიანი სამაჩაბლოდან მოყოლებული ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 24 თებერვალს სხვა პოლიციელებთან ერთად გაგზავნილ იქნა ქ. ოჩამჩირეში. დაიღუპა 1993 წლის მარტში სოფელ ლაბრასთან ბრძოლის დროს. დაჯილდოებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით-ბაფთიანი სამკერდე ნიშნით, პოლიციის მაიორი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.306-307; მემატიანე ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |