შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისაბედ მალანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საქონელმცოდნის კვალიფიკაციით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1977-1978წწ. თბილისის საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმი, სამრეწველო საქონელმცოდნეობის განყოფილება, მასწავლებელი; 1980-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამრეწველო საქონელმცოდნეობის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1988-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნეობის, ექსპერტიზისა და ტურიზმის კათედრა, დოცენტი; 2006-2007წწ. თსუ სიღნაღის ფილიალი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, საკონტრაქტო წესით მოწვეული; 2007-2009წწ. საქართველოს მარკეტინგის და მენეჯმენტის სამეცნიერო-კვლევითი ფონდი, მარკეტინგის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2008-2011წწ. თბილისის საერო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2011წწ. სსიპ წნორის კოლეჯი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2011წწ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი, პროფესორი; 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2013წწ. სასწავლო უნივერსიტეტი "სეუ", ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1978), აკადემიური დოქტორი (20), პროფესორი (2008). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |