The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლარისა მირცხულავა

ლარისა მირცხულავა
სხვა სახელი:ელისო მირცხულავა
დაბადების თარიღი:1963
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1993  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ქვემო ფშაფის სასაფლაო, გულრიფშის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის ნოემბრიდან მედდა ლარისა მირცხულავა ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ აჩადარაში, ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქებისას. თამაზ მირცხულავას და. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.314; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: