The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მირცხულავა

თამაზ მირცხულავა
დაბადების თარიღი:1966
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სოხუმი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის ნოემბრიდან თამაზ მირცხულავა ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რიგითი მებრძოლი. დაიღუპა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად. ლარისა (ელისო) მირცხულავას ძმა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.314

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: