The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა მიქაბერიძე

პაატა მიქაბერიძე
Date of birth:17 January, 1960  (65 years)
Date of death:199?
Burial location:ავჭალის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზოოვეტერინალური ინსტიტუტი ზოოინჟინრის სპეციალობით.

15 წლის ასაკში საკავშირო "იუნიორთა" ნაკრების წევრი გახდა. თბილისის დინამოს სათადარიგო გუნდში ჩარიცხეს. 1976 წელს გარკვეული პერიოდი "დინამოს" ღირსებას იცავდა. დაჯილდოებული იყო სიგელებითა და თასებით საკავშირო და საქართველოს სპორტკომიტეტების მიერ. პაატა მიქაბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლის ივნისიდან მსახურობდა. ჩარიცხული იყო განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ქვეითთა საბრძოლო მანქანების ოცეულის მეთაურად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა გაგრაში, სადაც ტყვედ აიყვანეს. დაჭრილი პაატა იჯდა გუდაუთის ტყვეთა ბანაკში, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ისევ დაბრუნდა ბატალიონში და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში განაგრძო სამსახური. გარდაიცვალა აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მიღებული ჭრილობების და ტრავმების გამო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.314-315

Awards and Honors

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: