The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან მიქაძე

რომან მიქაძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1952
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან რომან მიქაძე უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა. 1992  წლის  დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ  სატანკო ბატალიონში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს, სამხედრო ოპერაციაში შრომა-კამანის გადასასვლელთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.317

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
    ლაბრის მიდამოებში ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის

გააზიარე: