The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია მარტიაშვილი

მაია მარტიაშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2018 წელს.

2007-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი; 2011-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის (შემდგომ ბიზნესტექნოლოგიების) ფაკულტეტი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი; 2017-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ასისტენტი; 2018-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ჯგუფის უფროსი; 2019-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბუღალტრო აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. აკადემიური დოქტორი (2018), პროფესორი (2019).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: