შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფირუზ მოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1970-1972 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველი თანრიგის სპორტსმენი. 1974-1980 წლებში სწავლობდა კრასნოდარის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოში, ჩაირიცხა 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის 6-ე სატანკო ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს გუმისთასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.323
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |