შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ მურუსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი. 1981-1984 წლებში სწვალობდა თეთრიწყაროს პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. კოსტრომაში. 1987-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ს. ორჯონიკიძის სახელობის მესამე სამედიცინო სასწავლებელში სპეციალობით-კბილის ტექნიკოსი, შემდეგ მუშაობდა თავისი სპეციალობით სხვადასხვა ადგილებში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.325 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |