The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა ჭინჭარაული

ლელა ჭინჭარაული
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა "ლეგია და კომპანიას" იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2009-2010წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2000 წელს - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2000-2003წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე; 2003-2005წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2011-2012წწ. - სს "პრივატბანკ"-ში ("Legal Collection") საკრედიტო ოპერაციების უსაფრთხოების წამყვანი მენეჯერი; 2013-2019წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი; 2014-2016წწ. - შპს "MEDISON"-ში მთავარი იურისტი; 2016-2017წწ. - შპს "პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი"-ს იურისტი; 2017 წელს - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2018-2019წწ. - შპს "ეკოსერვის ჯგუფ"-ში იურისტი; 2018-2019წწ. - შპს "ჰორიზონტ"-ში იურისტი; 2019 წლის მაისიდან ივნისამდე - მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოში. 2019 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2013-2019)

გააზიარე: