შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუტა მურღვლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოხურეი, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-4 ბატალიონში რიგითად. მონაწილეობდა თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რაც კი ბატალიონს განუხორციელებია. განსაკუთრებით დიდი იყო მისი წვლილი სოფელ მერკულაში წარმოებული საომარი მოქმედებების დროს. დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, ხუტა მურღვლიანი, თანამებრძოლებთან ერთად, მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |