The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია სოსელია

მაია სოსელია
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომ-გეოგრაფის, გეოგრაფიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1991 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობით ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა 1996 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს.

1991-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის განყოფილება, უფროსი ლაბორანტი; 1996-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიკის კათედრა, მასწავლებელი; 2008-2009წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2010წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის და სამართლის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2011-2013წწ. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის და სამართლის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წელს შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რექტორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. ბიზნესის ადმინისტრირების დეარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2009). პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: