The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ხოსიტაშვილი

მზია ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, ეკონომისტი, მეცნიერი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ციმბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1986 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხატვარ-დეკორატორის კვალიფიკაციით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს.

1986-1987წწ. საავეჯო დეტალების კომბინატი, შრომისა და ხელფასის განყოფილება, ინჟინერ-ნორმადარი; 1987-1989წწ. საავეჯო დეტალების კომბინატი, საწარმო-ტექნოლოგიური განყოფილება, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1989-1990წწ. საავეჯო დეტალების კომბინატი, საწარმო-ტექნიკური განყოფილება, ახალი ტექნიკის ინჟინერი; 1990-1993წწ. საავეჯო დეტალების კომბინატი, შრომისა და ხელფასის განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში: 1994-2007წწ. ქართული ინტერნეტის ელექტრონული არქივი, წამყვანი სპეციალისტი; 2007-2017წწ. პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება,  უფროსი სპეციალისტი; 2017 წლიდან პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2012-2014წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2014 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 2022 წლიდან საქართველოს აკვარელის საერთაშორისო საზოგადოების წევრი და პიარ-მენეჯერი. 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე. სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2014).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: