Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ძებისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლამისყანა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1967 წელს; 1973 წლიდან სწავლობდა მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა მუშად, უფროს მუშად, უფროს ლაბორანტად, მეტყევე ტექნიკოსად ამიერკავკასიის ტყეთმომწყობ საწარმოში; 1967 წლიდან სატყეოს უფროსად, მთავარ მეტყევედ, უფროს ინჟინრად, ინჟინერ-ტაქსატორად, როგორც საქართველოში, ასევე სსრკ სატყეო მეურნეობის სისტემის სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში; ქ. მოსკოვის საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" სამეცნიერო ნაწილში უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1978-1993წწ. თბილისის ტყის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ კი დააწინაურეს განყოფილების გამგედ; 1993 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე, მუშაობდა დახურულ სააქციო-სამეცნიერო საზოგადოება "ქართასში" გენერალურ დირექტორად; შეთავსებით მუშაობდა წამყვან მეცნიერ მუშაკად ჯერ საკავშირო სატყეო ქიმიზაციის ინსტიტუტში, შემდეგ კი საკავშირო სატყეო მეურნეობის და მექანიზაციის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 65-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.127 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |